Brook Preloader

Omega-3-6-9 Optimum

50.00 

ომეგა 3-6-9 წარმოებულია უნიკალური ნარევით, რომლებიც მონაწილეობენ ბევრ მეტაბოლურ პროცესში. თევზის ზეთი შეიცავს ომეგა -3 ცხიმოვან მჟავებს (EPA და DHA). სელის თესლის ზეთი შეიცავს ომეგა -3 ალფა-ლინოლენის მჟავას (ALA) და ომეგა -6 ასევე. პრიმეროზის ზეთი არის ომეგა -9-ის წყარო. ომეგა 3-6-9 ცხიმოვანი მჟავები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სხეულის დამცავი სისტემების შენარჩუნებაში და ჰორმონალური ბალანსის უზრუნველყოფაში. თევზის ქონი შეიცავს DHA და EPA, ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავეებს. მათ უკავიათ წამყვანი ადგილი ნორმალური ზრდა_განვითარებისათვის. იგი ძალიან მნიშვნელოვანია გულის ნორმალური მუშაობისათვის. რაც შეეხება ჯანმრთელობის მაქსიმალურ სარგებელს, რეკომენდირებულია ცხიმოვანი მჟავების დაბალანსებული მიღება. ომეგა 3-6-9 ოპტიმალურად უზრუნველყოფს ყველა აუცილებელი ცხიმოვანი მჟავის მიღებას სათანადო პროპორციით.ომეგა-3,6,9 ცხიმოვანი მჟავები აუცილებელია ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონალური დარღვევებისას, რომელსაც თან ახლავს ფსიქოემოციური და ინტელექტუალური ფუნქციების შემცირება, ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება; ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევების რეაბილიტაციისას, ინფარქტის, ძვლის მოტეხილობების, აუტოიმუნური დაავადებების, წყლულის, კანის დაავადებების, მშობიარობის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში, ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისათვის.დეპრესიის, შფოთვის შეგრძნებების და სტრესული მდგომარეობის ომეგა-3-ის საშუალებით მკურნალობას, ამ ბოლო დროს სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ მედიცინის სფეროს სპეციალისტები. ტვინის დაახლოებით 60% ცხიმისაგან შედგება. მისი ძირითადი ნაწილი – ეს ცხიმოვანი ომეგა-3 მჟავებია. მისი დეფიციტის შემთხვევაში, მათ ფუნქციას სხვა სახის ცხიმები იღებენ საკუთარ თავზე. შედეგად, ტვინის უჯრედების ჯანმრთელობა ირღვევა.